საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშო ვიზიტით ავსტრიაში გაემგზავრა. ნიკა გილაური ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიის კანცლერს ვერნერ ფრიმანს (Werner Feirmann), ყირგიზეთის პრეზიდენტს როზა ოტომბაევას, მონტენეგროს (ჩერნოგორია) პრემიერ-მინისტრს იგორ ლუკშიჩსა და Goldman Sachs International-ის მმართველს ალექს ფონ სპონეკს შეხვდება.