თბილისში ახალი მაგისტრალი შენდება. ვაკე-საბურთალო ერთმანეთს კიდევ ერთი გზით დაუკავშირდება.
მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირიდან რამიშვილის ქუჩამდე არსებული მონაკვეთის სიგრზეა 500 მეტრი.
კომპლექსში გვირაბის მშენებლობაცაა გათვალისწინებული, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი.
ახალ ავტომაგისტრალს გვირაბი საბურთალოს ქუჩასთან დააკავშირებს. ეს არის 204 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის გვირაბი, რომელშიც ორმხრივი მოძრაობა იქნება.
დღეს სამუშაოების დაწყებას პირადად დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაესწრო. მისი თქმით, ახალი მაგისტრალი თბილისში მოძრაობას კიდევ უფრო გატვირთავს.
„ყაზბეგის გამზირიდან 2-3 წუთში შეეძლება ადამიანს ამ გვირაბი საშუალებით ჭავჭავაძის ცენტრში მოხვდეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ახალი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ყველაზე გადატვირთულ ვაკესა და საბურთალოზე, რაც არ უნდა გაიზარდოს მანქანების რაოდენობა, მოძრაობა იქნება შეუფერხებელი", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
ახალ გვირაბზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. 2012 წელს კი უკვე ახლაი გზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან რამიშვილის ქუჩას დაუკავშირდება.