საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების წესი განსაზღვრის უფლება ექნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში.
დღეს არსებული ნორმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის საქმიანობას; წარმოადგენს ეროვნულ ბანკს მესამე პირებთან; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს; ანაწილებს ფუნქციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის, აგრეთვე ეროვნული ბანკის მოხელეებს შორის; უფლებამოსილია დაესწროს საქართველოს მთავრობის სხდომას ხმის უფლების გარეშე; განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობას; გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და ქმნის სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოებს (კომიტეტი, კომისია).
კანონპროექტის თანახმად კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ახალი უფლება-მოსილება ემატება და მას ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების წესი განსაზღვრის უფლება მიეცემა.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი საქართველოს ეროვნული ბანკია, ხოლო ინიციატორები დეპუტატები ზვიად კუკავა და ბეჟან ბუცხრიკიძე.