4-5 ივნისს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მხარდაჭერით აწყობს II საერთაშორისო სამეცნირო-პრაქტიკულ კონფერენციას "ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი".
წარმოდგენილი იქნება სხავადასხვა ქვეყნის 150 მოხსენება. მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, გერმანისს, ლიტვის, ნორვეგიის, ამერიკის და აზერბაიჯანის წამყვანის უნივერსიტეტის პროფესორები და ტურიზმის დარგის სპეციალისტები.
5 ივნისს კონფერენცია მუშაობას გააგრძელებს ქედის რაიონში, გაეცნობიან "ღვინის ტურს" და ხალხურ შემოქმედებას, გაიმართება დისკუსია.
კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებულია ტურისტული გამოფენა და აჭარის ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია.