მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობა გაიზარდა. ზრდა სინგაპურისა და ჩინეთის ხარჯზე დაფიქსირდა. მილიონერთა რაოდენობა 12,2 %-ით გაიზარდა და მთლინაბაში 12,5 მლნ. ადამიანი შეადგინა.
ყველაზე მეტი მილიონერი, რომელთა ქონებაც დოლარებშია აკუმულირებული, აშშ-ში ცხოვრობს და მათი რაოდენობა 5,2 მლნ-ს შეადგენს.
შემდეგ მოდის იაპონია 1,53 მლნ-ით და ჩინეთი 1,11 მლნ-ით, ამის შესახებ კვლევა Boston Consulting Group (BCG)-მა გაკეთა.
მსოფლიოში, აქტივების ჯამი, რომელთაც ფიზიკური პირები მართავენ მეორე წელია ზედიზედ 9 ტრილიონი დოლარით (8%) იზრდება და ამჟამად 121,8 ტრილიონს აღწევს, აღნიშნულიდან მილიონერებს ეკუთვნით ამ სიმდიდრის 39 %-ი. მილიონერების ყველაზე მეტი კონცენტრაცია სინგაპურში ფიქსირდება, სადაც მათი ოდენობა მოსახლეობის 15,5 %-ია, მაშინ როდესაც მსოფლიოში საშუალოდ ეს მაჩვენებელი 0,9 %-ია. სინგაპურელთა რაოდენობა, რომელთაც 1 და მეტი მილიონი გააჩნიათ, 2010 წელს 33 %-ით გაიზარდა. ევროპაში ყველაზე მეტი მილიონერი შვეიცარიაშია და ის მოსახლეობის 9,9 %-ს შეადგენს.
BCG-ის მონაცემებით მსოფლიო კეთილდღეობა 2015 წლამდე საშუალოდ 5,9 %-ით გაიზრდება და ამ პერიოდისთვის მისი მოცულობა 162 ტრილიონი იქნება. ყველაზე სწრაფად მილიონერთა რაოდენობა გაიზრდება განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში. მაგალითვისთვის ინდოეთში ზრდა 18 % იქნება, ჩინეთში კი 14 %. შესაბამისად აზრია წყნარი ოკეანის რეგიონზე მსოფლიოს აქტივების სტრუქტურის მართვა 2010 წელს დაფიქსირევული 18 %-დან 2015 წლისთვის 23 %-მდე გაიზრდება.