დღეიდან, რუსთავის შესასვლელში თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობაზრობა - "კავკასიის ავტო ცენტრი" ოფიციალურად ამოქმედდა.
ობიექტის მშენებლობაშიც "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" 4 მილიონი ლარი ინვესტიცია განახორციელა.
"კავკასიის ავტო ცენტრის" გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც დაესწო, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ავტომანქანების ექსპორტის მხრივ რეგიონში პირველ ადგილზეა და ახალი "კავკასიის ავტო ცენტრის" გახსნა ექსპორტის ზრდას კიდევ უფრო წაახალისებს.
"კავკასიის ავტო ცენტრის" გახსნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ავტომობილების ექსპორტიით რეგიონში პირველ ადგილზეა.
საქართველოს საექსპორტო პროდდუქციიდან პირველ ადგილზე ავტომანქანებია. რეგიონში ჩვენ ამ ბზინესის ლიდერები ვართ და მისი წარმატება ნიშნავდ, ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს. მისი განვითარება განაპირობა გამარტივებულმა პროცედურებმა, როგორც შესყიდვების ასევე იმპორტის მხრივ. ისეთი სწრაფი და მარტივი მომსახურება, როგორც საქართველოშიო რეგიონში არ არსებობს. "კავკასიის ავტო ცენტრში" 1 საათში შეიძენ და გაიფორმებ მანქანას და სწორედ ამ მარტივი პროცედურების გამო ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩამოდიან და სწორედ საქართველოში ყიდულობენ მანქანებს, რადგანაცჩვენთან უფრო იაფია და პროცედურულადაც ყველაზე მარტივია"- განაცხადა ნიკა გილაურმა.
კომპანიის ინფორმაციით, ავტობაზრობა რეგისტრაციის მოქნილი პირობებით და დაბალი ფასებით რეგიონში კონკურენციის გარეშე იქნება, ხოლო პირველი ორი კვირა მომხმარებლებს უფასოდ მოემსახურება. ავტობაზრობა და მისი დამხმარე ნაგებობები 46 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. ტერიტორია 4 ზონად და ერთ ტერმინალად იქნება დაყოფილი და ჯამში 2000 მანქანას მოემსახურება. ობიექტზე სამშენებლო სამუშაო პრაქტიკულად დასრულბულია, თუმცა წლის ბოლომდე იქ ამერიკული სტანდარტების ობიექტებიც აშენდება - ამერიკული ფრენჩაიზი "პრესიჟენ ავტო სერვისი" - მულტიბრენდული საავტომობილო სერვისცენტრი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს საქართველოსთვის აქამდე უპრეცედენტო მომსახურება ადგილზე მიიღოს. მომხარებელს შეეძლება, ადგილზე შეამოწმოს მანქანის ტექნიკური გამართულობა, ისარგებლოს წამყვანი ბანკების მომსახურებით, შეიძინოს მანქანისთვის სათადარიგო ნაწილები, განაბაჟოს მანქანა და მიიღოს მრავალი დამატებითი სერვისი "იბერია ბიზნეს ჯგუფისაგან".
"გარდა მეორადი ავტომობილებისა, ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაიყიდება ახალი ავტომობილებიც. ჩვენი კომპანია ავტობაზრობის მომხმარებელს მუდმივად გაუკეთებს სპეციალურ შეთავაზებებს ისეთი ბრენდების სერვის მომსახურებაზე, როგორებიცაა VOLKSWAGEN, AUDI, SKODA, MITSUBISHI, RENAULT, NISSAN, INFINITI, PEUGEOT და KIA,"-აცხადებს "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
როგორც "იბერია ბიზნეს ჯგუფში" განმარტავენ, ბაზრობაზე შესვლის წესები მარტივია და სრულიად ახალი საქართველოსთვის. მომხმარებელს შესვლისას გადაეცემა სპეციალური ბარათი, რომელიც დააფიქსირებს მომხარებლის შესვლის თარიღს, ადგილსა და შემდეგ გასვლის დროს.
ავტობაზრობაზე რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტიც განთავსდება. ხოლო მათთვის, ვინც ავტომობილის შესაძენად მეზობელი ქვეყნიდან არის ჩამოსული, ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულია სასტუმრო. რაც შეეხება ვებგვერდს, იგი უკვე მზადების პროცესშია და ივნისის ბოლოდან ავტომობილის შეძენისა და გაყიდვის მსურველებს ამ სერვისით სარგებლობაც შეეძლებათ.
"იბერია ბიზნეს ჯგუფი" (IBG) 1999 წელს შეიქმნა. 2001 წლიდან კი გაერთიანებულ ძლიერ სავაჭრო ინდუსტრიულ ჰოლდინგს წარმოადგენს. დღეისათვის IBG მოიცავს, როგორც საავტომობილო სფეროს, ასევე მაღალი მოდის მაღაზიებს და საფეხბურთო სკოლა ოლიმპს. საქართველოში IBG ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია როგორებიცაა ფოლკსვაგენი, აუდი, შკოდა, რენო, ნისანი, მიცუბიში, პეჟო და კია.