30 მაისს, 13 საათზე, ჩინეთის ელჩი საქართველოში ჩენ ჯიანფუ და კომპანია „NUCTECH" (ნუტეკის) ვიცე-პრეზიდენტი მიაო ქიტიანი (MIAO QITIAN) ქართულ მხარეს გადასცემენ სარკინიგზო საინსპექციო რენტგენო-სკანერს, რომელიც ფოთის შესასვლელთან მდებარე სარკინიგზო კვანძზე დამონტაჟდა.
ცერემონიას დაესწრება ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, რომლიც ჩინეთის ელჩთან ერთდ ოფიციალურად ხელს მოაწერეს საქართველოსთვის აღნიშნული საინსპექციო შემოწმებითი სისტემის გადმოცემის აქტს.
ცერემონიას დაესწრება ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე.