დღეს, 13 მაისს, ქართულ-ჩეხური ბიზნესფორუმი გაიმართება. ჩეხეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ შვანცერბერგის ხელმძღვანელობით საქართველოში 12 მაისს ჩამოვიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დელეგაციაში შემადგენლობაში, მთავრობის გარდა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც არიან წარმოდგენილნი.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.