ევროპარლამენტმა საქართველოს 46 მლნ. ევროს ფინანსური დახმარება გამოუყო. აღნიშნული სახსრები ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებისთვის, ეკონომიკური სტიმულირების და ასევე ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისებისთვის არის განკუთვნილი.
თანხის ნახევარი გამოყოფილი იქნება, გრანტის სახით, ხოლო დანარჩენი კრედიტად.
საქართველოში ელოდებიან, რომ ევროკავშირის დახმარება გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას ფინანსურ სექტორი და საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გააუმჯობესოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის 235 მლნ. დოლარის გამოყოფაზე. აღნიშნული თანხა კი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.