"2010 წელს რეგიონალური განვითარების მიზნით მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800 კილმეტრ საავტომობილო გზას, 100 ხიდი რეაბილიტირებულ იქნა, 12 ახალი ხიდი აშენდა, ავაშენეთ 7 სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებითაა, სადაც შესაძლებელია უნარშეზღუდული ბავშვების სწავლა",_აღნიშნა პარლამენტში გამოსვლისას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, ამ პროექტებზე დაახლოებით 30 ათასი ადამიანი დასაქმდა.
რამაზ ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ აჭარაში 619 პროექტი შესრულდა, რომლის ღირებულება 312 მილიონი ლარია, გურიაში 30 მილიონი ლარის ღირებულების 138 პროექტი განხორციელდა, იმერეთის რეგიონში 176 მილიონი ლარის ღირებულების 312 პროექტი განხორციელდა, მცხეთა-მთიანეთში 356 პროექტი (62 მილიონი ლარი), რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში 388 პროექტი( 52 მილიონი ლარი), სამეგრელო-ზემო სვანეთში_ 512 პროექტი (250 მილიონი ლარი), კახეთში_271 პროექტი (168 მილიონი ლარი), ქვემო ქართლში 338 პროექტი ( 380 მილიონი ლარი), შიდა ქართლში_ 165 პროექტი (191 მილიონი ლარი), სამცხე-ჯავახეთში_ 343 პროექტი (82 მილიონი ლარის).