საქართველოში ტურისტების რაოდენობა 39%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის თებერვალში, საქართველოს 298 312 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 39%-ით აღემატება.
2011 წლის თებერვალში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში 109 052 ვიზიტორი შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 36,6%), რაც გასულ წელთან შედარებით 45%-ით მეტია. 2011 წლის ორ თვეში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 180 977 ვიზიტორი (ვიზიტორთა 60,7%), რაც 2010 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36%-ით მეტია.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ორ თვეში, ამერიკიდან შემოვიდა 2 783 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,9%), რაც 2010 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 33%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან - 4 836 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1,6%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25%-ით აღემატება, აფრიკიდან - 257 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,1%), რაც გასული წლის მაჩვენებელს 120 %-ით აღემატება, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან - 407 ვიზიტორი (ვიზიტორთა 0,1%), რაც გასული წლის მაჩვენებელს 1,5%-ით აღემატება.
2011 წლის თებერვალში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა (180 977) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 82 370 ვიზიტორი (დსთ-ს ქვეყნების ვიზიტორთა 45,5%), რაც გასული წლის ორი თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 31%-ით აღემატება. სომხეთიდან შემოვიდა 65 421 ვიზიტორი (დსთ-ს ვიზიტორების 36%), რაც გასული წლის იანვართან შედარებით 43%-ით მეტია.