კომპანიის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით "ვისოლი" როგორც საზოგადოებაზე მზრუნველი კომპანია პარალელურად გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებასაც გეგმავს.
"ბუნებრივი გაზი ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური საწვავია. იმისათვის, რომ ავტომობილების გაზზე გადაყვანა უსაფრთხოების სისტემების სრული დაცვით მომხდარიყო აღნიშნულ პროექტს გამოცდილ იტალიელ პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენი თითოეული თანამშრომელი სპეციალურ ტრენინგს გაივლის. გაზის მიწოდების იტალური დანადგარები კი უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა" - აცხადებს "ავტო ექსპრესის" დირექტორი გურამ დაფქვიაშვილი.
იგი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე გაზგასამართი სადგურების ქსელი ხუთამდე გაიზრდება, რისთვისაც კომპანია დამატებით 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მისივე განმარტებით, გაზგადამყვანი სისტემების დამონტაჟება თითოეულ მანქანაზე დახლოებით 2 ათას ლარამდე ეღირება, რაც თავად ავტომობილის ცილინდრიანობაზე არის დამოკიდებული. ანუ 4 ცილინდრიანი ავტომობილისტვის მოწყობილობის დამონტაჟება 1200 ლარი ღირს, 6 ცილინდრიანისთვის 1400 ლარი, ხოლო 8 ცილინდირანისთვის 1600 ლარი, რასაც თან ემატება ბალონისა და სხვა ნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ღირებულებაც.
მუხიანში გობრონიძის ქუჩა 4-ში "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე ავტოექსპრესის მომსაუხრეობის ცენტრი ავტომობილების ბუნებრივ გაზზე გადაყვანა იტალური დანადგარებით ახდენს. კომპანია იტალური ბრენდის OMVL SPA - გაზის მიწოების სისტემების ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. საქართველოში სტუმრად მყოფი იტალიელი ექსპერტის სალვატორე რიკობენეს ინტენსიური ტრენინგების და კონსულტაციების საფუძველზე "ავტო ესპრესის" ტექნიკოსები ინდივიდუალურად თითოეული ტიპის ავტომობილებისთვის რეკომენდირებულ გაზის მიწოდების სრულ სისტემას და დეტალურ ინსტრუქტაჟს სთავაზობენ მომხმარებელს, რაც გაზის უსაფრთხო მოხმარების გარანტიაა. დამატებით "ავტო ექსპრესი" მომხმარებელს ავტომობილის გაზზე გადაყვანის მისაღებად განვადებასაც სთავაზობს.
"საქართველოში ტენინგებისთვის ჩაომვედით, რათა იტალიური ტექნოლოგიები უსაფრთხოდ დავნერგოთ. შეკუმშული გაზი არის ეკონომიური და უსაფრთხო და შეკუმშული გაზის გამოყენება 50 პროცენტით ამციებს საწვავის ხარჯს" - განაცხადა სალვატორე რიკობენემ.
"ვისოლი ჯგუფის" მარკეტინგის დირექტორის თორნიკე გურულის განცხადებით, "ვისოლისთვის" როგორც საზოგადოებაზე მზრუნველი კომპანიისთვის ავტომობილების გაზზე გადაყვანის სერვისის დანერგვა მნიშვნელოვანია და ეს სერვისი არის ეკოლოგიური, ეკონომიური და რაც მთავარია უსაფრთხო.
"ჩვენთვის საზოგადოებაზე მზრუნველი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია აქცენტი გავაკეთოთ ეკოლოგიურ, უსაფრთხო და იაფ ტექნოლოგიაზე. ავტომობილების ბუნებრივ გაზზე გადაყვანა ავტომფლობელს საწვავის ხარჯს 50 პროცენტით გააიაფებს" - განაცხადა თორნიკე გურულმა.
"ავტო ექსპრესი" 2011 წლიდან საქართველოს ბაზარზე დამკვიდრდდა და ერთადერთ ავტომომსახურეობის ცენტრების ქსელს წარმოადგენს მთელი ქვყენის მასშტაბით. კომპანიის ავტომომსახურეობის ცენტრების გაზზე გადაყვანის სერვისის გარდა მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის "ტოტალის" ფრანგულ საავტომობილო ზეთებს და სხვა საპოხ მასალებს, საბურავებს და ვულკანიზაციისა და ბალანსირების სწორ მომსახურეობას სთავაზობს.
"ვისოლი" შეკუმშულ ბუნებრივ გაზსს მსოფლიოში წამყვანი კომპანია "ASPRO" -სთან თანამშრომლობით მომხმარებელს უსაფრთხო და 100 პროცენტიანი სიზუსტით აწვდის.