საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორით ინტერესდება.
ქვეყნის აგრობიზნესის დაფინანსების საკითხზე ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნული სექტორის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ და აგრობიზნესის სფეროში IFC-ის საერთაშორისო გამოცდილებას გაიზიარებენ.
როგორც კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განუცხადა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ყველა ინვესტორს, რომელსაც საქართველოში ინვესტირების სურვილი აქვს და IFC-ის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ქვეყანაში ფულის ჩადების საშუალება მიეცემა.
"საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალი დიდია და მის გამოყენებას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც გლეხებისა და ფერმერებისთვის, ისე პოტენციური ინვესტორებისთვის. ამიტომაც კონფერენცია, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისა და მისი მხარდამჭერის გზებს განიხილავს, უაღრესად მნიშვნელოვანია", - განმარტა კვეზერელმა.
რაც შეეხება კონკრეტულად რა რაოდენობის თანხმას გამოყოს საერთაშორისო კორპორაცია საქართველოს აგრობიზნესის განვითარებისთვის, მინისტრის თქმით, "ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი".