22 მაისიდან "აზერბაიჯანის ავიახაზები" (AZAL) ბაქო-აბერდინის (შოტლანდია) მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს. 
კომპანიის ინფორმაციით, AZAL ბაქო-აბერდინის მიმართულებით ავიარეისი ყოველ ოთხშაბათსა და კვირას 07:00 საათზე შეასრულებს. 
ფრენები Airbus -319 ტიპის ხომალდით შესრულდება და ორივე მიმართულებით ფრენების ღირებულება 650 აზერბაიჯანული მანათი ეღირება.