საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Ftch Ratings-მა საქართველოს ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში B+ დეფოლტის ემიტენტის გრძელვადიანი რეიტინგის პროგნოზსს გადახედა და ის „სტაბილურიდან" „პოზიტიურამდე" გაზარდა.
ერთდროულად, სააგენტომ დაადასტურა დეფოლტის ემიტენტის მოკლევადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B დონეზე და BB- რეიტინგი.
სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა სერიოზული რყევების შემდგომ აღდგენის ნიშნების დემონსტრირებას ახდენს, შემცირდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, ასევე შეინიშნება ვითარების გაუმჯობესება ფინანსურ სექტორში და პოლიტიკური რისკების შემცირება.
საქართველოში მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა. Ftch Ratings -ის პროგნოზით 2010 წელს მშპ-ს ზრდა 6,5 % იქნება, 2009 წელს კი ის 3,9 %-ით შემცირდა.
ექსპერტები მოელიან რომ 2011-2012 წელბში ეს მაჩვენებლი შესაბამისად 5 % და 6 % ით გაიზრდება.
სააგენტოს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პოზიტიურ მაკროეკონომიკურ ფონზე საქართველოში გაგრძელდება ბიუჯეტის კონსოლიდაცია. 2010 წელს მიზნობრივი დეფიციტი მშპ-ს 6,6 %-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2009 წელს ამ მაჩვენებელმა მშპ-ს 9,2 % შეადგინა. მთავრობახარჯების შემცირების გზით გეგმავს მის დაწევას 2011 წელს 3,9 %-მდე, 2012 წელს კი 3,1 %-მდე.
სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ამ გეგმის შესრულების ალბათობა საქარღველოში მაღალია, თუმცა აცხადებენ, რომ 2005, 2009 წლებიდან ქვეყნის დეფიციტი განუწყვეტლივ იზრდება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რისკი ბოლო 1,5 წლის განმავლობაში შემცირდა, თუმცა მას ჯერ კიდევ მაღალ რისკად აფასებს. ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან კვლავაც დაძაბული რჩება, თუმცა სამხედრო კონფლიქტის განახლების ალბათობა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. Aამავე დროს, ქვყნის შიგნით შემცირდა პოლიტიკურიდაძაბულობა.
სააგენტო შეძლებს საქართველოს რეიტინგის გაზრადას იმ შემთხვევაში თუU შესაძლებელი გახდება სახელმწიუფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, ასევე "სახელმწიფო ვალი/მშპ-ს" კოეფიციენტის სტაბილიზირება.
რეიტინგი შესაძლოა დაწეულ იქნას თუ საქართველოში არ იქნება გატარებული ბიუჯეტის კონსოლიდაცია და შედეგად არ შემცირდება მისი დეფიციტი. ამის გარდა რეიტინგის შემცირდება შესაძლოა გამოწვეული იყოს ქვეყანაში ეკონომიკისა და ვაჭრობის ზრდის გაუარესებით.