რუსეთი მუდმივად არ იქნება ისეთი როგორც არის დღეს, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვურ ჟურნალ " Valstybė "-ისათვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე თუ რა შეიძლება იყოს დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგისა და შეთანხმებების საგანი.
"რუსეთი ყოველთვის არ იქნება ისეთი როგორც არის დღეს, ბოლოს და ბოლოს მას ძალუძს და უნდა შეიცვალოს კიდეც. უკვე ჩანს, გარკვეული ცვლილებები, მაგალითად ისეთები, როგორებიცაა პოლონეთთან და სხვა ქვეყნებთან საუბრის ტონის ცვლილება", _ აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, მთლიანობაში, მისი აზრით, - "რუსეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცის კონსოლიდაციისადმია მიძღვნილი. უპირველეს ყოვლისა რუსეთს აღელვებს სასარგებლო წიაღისეული ცენტრალურ აზიაში: საქართველო, კავკასია, შემდეგ უკრაინა, ბელორუსი და მხოლოდ ამის შემდეგ შეწუხდება იგი სხვა სახელმწიფოებისთვის და სხვების ინტერესებისთვის".
"არსებითად, ეს კლასიკური ქმედებაა ნებისმიერი აგრესიული ზესახელმწიფოსი. მშვიდი, თანამიმდევრული მისწრაფება კონკრეტული მიზნისაკენ ან დიალოგი ამ ქვეყნებისათვის დამახასიათებელი არ არის, თუმცა ეს იქნებოდა კიდეც ძალიან გონივრული გზა. შევძლებთ თუ არა რუსეთის დამშვიდებას და დიალოგის მიღწევას? არვიცი", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.