ათენში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში თხოვნით მიმართა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, იგაუდას ურშაცკასს, რათა ლიტვურ ენაზე საქართველო, ნაცვლად გრუზიისა, გეორგიად მოიხსენიონ. აღნიშული თხოვნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსნა იმით, რომ გეორგია არის ქვეყნის ისტორიული სახელი, ხოლო დასახელებე გრუზია სლავური წარმოშობისაა.
ლიტვის საგარეო უწყების პრესმდივნის, ოლანდას კაცინსკასის განცხადებით, ქვეყანა საქართველოს ოფიციალურ მიმართვას აღნიშნულთან დაკავშირებით 2 დეკემბერს მიიღებს. მისი განცხადებით, ქართული მხარის თხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც აღნიშნულის შესახებ უკვე რამდენიმეჯერ იყო საუბარი, ოფიციალური განცხადება კი 2 დეკემბერს პირველად გაიგზავნება.