საქართველოს ბანკი ბიზნესი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორი კომპანია მონოლით ჯგუფი თბილისში, მეტრო გოცირიძის მიმდებარედ - ვახტანგ ნინუას ქუჩა #2-ში, Monolith New Depo-ს საცხოვრებელ და კომერციულ პროექტს ახორციელებს.
პროექტი 36,414 კვ.მ-ზე ხორციელდება და ის 8 კორპუსს გააერთიანებს - ჯამში 1,362 საცხოვრებელი ბინას და 6,000 კვ.მ-ზე კომერციულ ფართებს. პროექტის ინფრასტრუქტურა გამწვანებულ სივრცეებს, სამდონიან მიწისქვეშა პარკინგს, საცურაო აუზს, პადელის კორტებს, სავარჯიშო და საბავშვო სივრცეებს მოიცავს.
პროექტის მშენებლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2029 წლის სექტემბერში არის დაგეგმილი.
„დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. Monolith New Depo-ს პროექტი აერთიანებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას. პროექტის მასშტაბი და დაგეგმილი სივრცეების მრავალფეროვნება მის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ჩვენი მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი ძაგანიამ.