სამხრეთ აფრიკა საქართველოს დე-ფაქტო რესპუბლიკების არაღიარების პოლიტიკას გააგრძელებს.
შესაბამისი დაპირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვიმა დღეს უკრაინასა და საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანდრეს ვენთერისგან მიიღო.
"ელჩისგან ცალსახალ იყო გაცხადებული, რომ სამხრეთ აფრიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების პოლიტიკას გააგრძელებს. მან ისიც აღნიშნა, რომ რომელ ქვეყანასთანაც ხელი მიუწვდება საქართველოს ტერიტორიული ურღვეობის შესახებ ყველგან განაცხადებს", - განუცხადა სახელმწიფო კანცელარიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, დიპლომატთან საუბარი ზოგადად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველო-სამხრეთ აფრიკის ურთიერთობების საკითხსაც შეეხო.