აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ კინეტიკური დარტყმების გამოყენებას ჰორმუზის სრუტეში ან ირანის ტერიტორიაზე“, - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ირანი მასზე განხორციელებულ ეკონომიკურ ზეწოლას ვერ გაუმკლავდება.
„ირანს არ შეუძლია, გაუმკლავდეს იმ ეკონომიკურ ზეწოლას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - განაცხადა ჰეგსეთმა.