ძვირფასო ნიკა გვარამია, რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი ეხმიანება „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს, რომელშიც ის ამბობს, რომ „არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!“
როგორც სააკაშვილი წერს, „ჩვენც არ დაგეთანხმებოდით და ყველანი დავრჩებოდით ჩვენს პოზიციაზე და ყველა გავაგრძელებდით ჩვენს გზას. ავთანდილს თუ FB გვერდი აქვს, არ დათაგოთ, არ შეატყობინოთ“, – წერს სააკაშვილი.