ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან "შაბათის მარში" დაიწყო.
აქციის მონაწილეები, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივლენ.
დღევანდელი მსვლელობის მონაწილეები ჟურნალისტ ვახო სანაიას და სხვა დაკავებულების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.
მარშის მონაწილეები სკანდირებენ: "არა რუსულ ოკუპაციას", "სოლიდარობა სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს"- მათ ადგილზე საქართველოს და უკრაინის დროშები აქვთ მიტანილი.
ბოლო რამდენიმე თვეა, შაბათობით ტრადიციული მსვლელობა ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობა ეწყობოდა, თუმცა მერიამ რუსთაველის გაზირის რეაბილიტაცია დაიწყო, რასაც პროტესტის მონაწილეობის მარშრუტის შეცვლა მოჰყვა.