შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, დაბა კაზრეთში მაგისტრალურ სარწყავ არხზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, რის შედეგადაც 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
ნარჩენებისგან და მცენარეული საფარისგან არხის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემცირდება წყლის დანაკარგი, მიწის დაჭაობების რისკი და ფერმერებს წყალი დადგენილი გრაფიკითა და საჭირო მოცულობით მიეწოდებათ.
შპს „საქართველოს მელიორაცია“, ფერმერებისთვის წყლის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.