“ფეისბუქ” სტატუსის გამო ჟურნალისტი ციხეში - როგორი აღდგენილი სამართლიანობაა, საამაყო “ქართული ოცნება”- ვახო სანაია, ჩემი მხარდაჭერა შენ,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
ბუჩუკური ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას ეხმიანება, რომელსაც დღეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.