დიდი ბრიტანეთის ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი უეს სტრიტინგი დაინიშნა.
ამის შესახებ Sky News იუწყება
სტრიტინგმა ამ პოსტზე დენ ჯარვისი შეცვალა. ყოფილი სამხედრო ოფიცერი თავდაცვის მინისტრი გასულ თვეს, ჯონ ჰილის გადადგომის შემდეგ გახდა.
სტრიტინგმა განაცხადა, რომ უზრუნველყოფს, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები ყველა საჭირო რესურსით იყოს აღჭურვილი.
„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავრობის უმთავრესი მოვალეობაა. ჩემთვის დიდი პატივია თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ყველა საჭირო რესურსი ჰქონდეთ და ურყევად ვიდგებით ჩვენი საერთაშორისო მოკავშირეების, განსაკუთრებით კი უკრაინის, გვერდით“, - განაცხადა უეს სტრიტინგმა.
ცნობისთვის, მანამდე ენდი ბერნემმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები დაასახელა. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი ლიდერი, ედ მილიბენდი უხელმძღვანელებს, ხოლო ფინანსთა მინისტრის თანამდებობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯონ ჰილი დაიკავებს.