აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ გარკვეულ კატეგორიის საქონელზე 50%-იანი ტარიფი დააწესა.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სამ აღმასრულებელ ბრძანებას, რომლებიც კანადური საქონლის გარკვეულ კატეგორიებზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს, კანადის მხრიდან ამერიკული პროდუქციის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების საპასუხოდ,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში
ახალი ტარიფები შეეხება როგორც ყოველდღიური მოხმარების საქონელს - მათ შორის ღვინოსა და ჰოკეის ჯოხებს, ასევე სამრეწველო პროდუქციას, მაგალითად სამშენებლო ცემენტს.
ამასთან, ახალი შეზღუდვები არ გავრცელდება ენერგომატარებლებზე, კალიუმის სასუქებზე, თევზსა და კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე.
ტარიფები შეეხება იმ პროდუქციასაც, რომელიც აქამდე დაცული იყო აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (USMCA).
გარდა ამისა, ახალი ტარიფები ემატება ორ ქვეყანას შორის უკვე მოქმედ სავაჭრო შეზღუდვებს: აშშ კანადურ ფოლადზე, ალუმინსა და სპილენძზე უკვე იყენებს 15%-დან 50%-მდე ტარიფებს.