უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ევჰენი ხმარა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ანდრი სიბიჰა - საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სერჰი კორეცკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილებები თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფას ემსახურება.
კორეცკიმ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა, უმაღლესი რადას გადაწყვეტილებების შესაბამისად, სამინისტროების სტრუქტურის რეორგანიზაციას ახორციელებს.
კერძოდ, აღდგება აგრარული პოლიტიკის სამინისტრო, ასევე შეიქმნება ცალკე სამინისტრო, რომელიც თემების, ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.