ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამასთან, რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი 23 ივლისამდე მოქმედ დონეზე დარჩება, ხოლო სანქციებზე მუშაობა გაგრძელდება.
ამის შესახებ ბრიუსელში, ანონიმურობის პირობით, ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა. იუწყება Reuters
მისი თქმით, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება იმ საკითხებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. საუბარია როგორც სანქციების ეკონომიკურ, ისე ტექნიკურ შედეგებზე.
დიპლომატის ინფორმაციით, ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი 23 ივლისამდე უცვლელი დარჩება, რის შემდეგაც საკითხი კვლავ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე არსებობდა მოლოდინი, რომ სანქციების 21-ე პაკეტი 15 ივლისს დამტკიცდებოდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ამჯერადაც ვერ მოხერხდა.