შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა "ევროსკოპის" შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყნები, ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან, თუმცა აღნიშნა, რომ გარკვეული სირთულეებია აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით.
შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილები არიან. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ჩვენ ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა იმედი არ დაკარგოს", - განაცხადა კალასმა.
კალასმა ასევე გააკეთა კომენტარი უკრაინაში მთავრობის სავარაუდო შეცვლაზე. ევროკომისარი ამბობს რომ, გაფართოების ორგანიზაციისთვის პრიორიტეტული თემაა და ამისთვის უკრაინამ უნდა განაგრძოს საჭირო რეფორმების გატარება. მან აღნიშნა რომ, მთავრობაში ცვლილებები უკრაინის შიდა საქმეა და ევროკავშირი ითანამშრომლებს მათთან, ვინც იქნება ქვეყნის ხელისუფლებაში წარმოდგენილი.