ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, დღეს იყო დასკვნითი ღონისძიება, ვესაუბრე ბორდის წარმომადგენლებს და აპირებენ, რომ დიალოგი განაგრძონ ახალგაზრდებთან, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა დღეს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან დიალოგი გაგრძელდეს.
„მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ნაკლებობა იყო დიალოგის, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდება ფორმატის გააუმჯობესონ. სხვა მხრივაც თუ წამოვა ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, კარგი იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.