ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი და ვაშინგტონი შეთანხმების გაფორმებასთან „უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე“
არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის რომლის გარშემოც თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შეთანხმება „როგორც არასდროს, ისე ახლოსაა დასრულებასთან“.
„ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმის“ საბოლოო შეთანხმება ჯერ არასდროს ყოფილა ასე ახლოს.
ვიდრე დოკუმენტი საბოლოოდ არ გაფორმდება, მედიას ვურჩევთ თავი შეიკავოს მისი შინაარსის შესახებ სპეკულაციებისგან. ყველა დეტალი საზოგადოებისთვის შესაბამის დროს გახდება ცნობილი", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა არაღჩის განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გააზიარა, რაც მოლაპარაკებების მიმდინარეობის მიმართ მისი ადმინისტრაციის ინტერესზე მიუთითებს.
