უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ყოველთვის კარგი შეხვედრა მქონდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-სთან. მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას, ხალხს და გაერთიანებულ სამეფოს ჩვენი ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში გუშინ ჩავიდა, სადაც გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდა.
ლიდერებმა თავდაცვის საკითხები, ფრონტზე არსებული მდგომარეობა და შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯები განიხილეს.