რომის პაპმა ლეო XIV-მ ესპანეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც 6-დან 12 ივნისამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში პაპი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში. იუწყება Reuters
პაპის ეს ვიზიტი მიზნად ისახავს მშვიდობისა და ადამიანური ღირსების თემებზე ყურადღების გამახვილებას, ასევე მიგრაციისა და სოციალური ერთობის საკითხებზე დიალოგის გაძლიერებას.
რომის პაპი მადრიდში ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციას შეხვდა.
„დღეს, პოლარიზაციის გაღვივების ხარჯზე პოპულარობის მოპოვების ცდუნება იზრდება და ადამიანური ღირსების შელახვა გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, გვერდზე გადადეთ თქვენი საზოგადოებრივი რეალობისა და ისტორიის გამყოფი და პოლარიზაციის გამომწვევი ნარატივები“, - განაცხადა რომის პაპმა სამეფო სასახლეში სიტყვით გამოსვლისას.