ჩვენ News Feed-ს რომ ვდიოთ, ამას არ ვაპირებთ. იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ახლად შექმნილი სააგენტოს ფარგლებში, მოქალაქეების პოზიციის მონიტორინგის განხორციელების განმარტებისას განაცხადა .
"პრინციპი, რომ სამიზნე აუდიტორია შეირჩევა, ეს პრინციპი არ იქნება, ჩემი აზრით და მეც ჩავერევი, ვიღაც თუ გადაწყვეტს დავუშვათ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია, ესა და ეს პოლიტიკური ჯგუფი, ესა და ეს სოციუმი, პირთა ესა და ეს წრე, ეს იქნება უხეში შეცდომა. ამას შსს-ში დღეს არავინ დაუშვებს. ინფორმაციის მიწოდების ხაზი იქნება ორად ორი, ერთი, თუ ადამიანი თავად შეიტანს საჩივარს, შემდეგ გახდება ამ საჩივრის დაკვალიფიცირება, მონიტორინგი და მეორე, რაც საჯარო იქნება და საჯარო წყაროებში იქნება გარკვეული მონიტორინგი ზოგადად ყოველგვარი კონკრეტული პირთა წრის გამორჩევის გარეშე.
ჩვენ News Feed-ს რომ ვდიოთ, ამას არ ვაპირებთ, იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილებები, უხეში პრეცედენტები- შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი უხეში პრეცედენტები იყოს გამოვლენილი საიმისოდ, რომ შემდეგ ადამიანებმა გადაწყვიტონ რა არის გადაცდომა და რა არა, რა არის დანაშაული და რა არა", - განაცხადა მდინარაძემ.