წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ბლაჟევიჩი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალიოსტებს განუცხადა.
ნიკა გვარამია ამ განცხადებით გამოეხმაურა ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ოპოზიცია 26 მაისის აქციაზე იგორ ბლაჟევიჩის დაწერილი გეგმით იმოქმედებს.
წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ბლაჟევიჩი. ვიცი ის, რომ კაცია და სერბი… ჩემთვის ცნობილი სერბები ნიკოლაი ოკიჩია, გორან ივანიშევიჩი, ჯოკოვიჩი და ა.შ. მე მხოლოდ ამ სერბებს ვიცნობ, ბლაჟევიჩი არ ვიცი, ვინ არის, არასდროს გამიგია მისი გვარი მანამდე, “ქართული ოცნებისგან” გავიგე.
რაც შეეხება იმას, რა ინფორმაციაც გამოიტანეს, ეს ინფორმაცია განხილული იქნა ორასამდე ადამიანთან ერთად საჯარო შეხვედრაზე, ასე რომ, არაფერი იქ არ წერია ისეთი, რასაც ვერ გაიგებდნენ განაცხადა, - განაცხადა"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ.