საუბარი იყო იმაზეც, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი და კარგი და გულწრფელი, მეგობრული ურთიერთობები ამერიკა-საქართველოს შორის იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, სონატა კოლტერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"საუბარი იყო ყველაფერზე. ცხადია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რა სიტუაციაც არის ქვეყანაში. როგორც წესია სეთ შეხვედრებზე ადამიანები როცა მოდიან ხოლმე, ისინი მოდიან მომზადებულები და რომ გითხრათ, რომ რამე ისეთი განსაკუთრებული სიახლე ვუთხარით, რომ გაგონილი არ ჰქონდათ - არა. ცხადია, მომზადებულები იყვნენ. საუბარი მათ შორის იყო იმაზე, რომ რა დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს "ოცნება", რომ ახლა ამ ვიზიტზე არა და ორ კვირაში რაღაც ახალი ვიზიტი იქნება და მერე დავლაგდებით, ეს ყველაფერი არის ტყუილები და არის სისულელე და ამის პარალელურად მიმდინარეობს ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა, რომელიც მოდის კონკრეტულად "ქართული ოცნებისგან". იყო საუბარი იმაზეც, რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი და კარგი და გულწრფელი, მეგობრული ურთიერთობები ამერიკა-საქართველოს შორის იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება, - თქვა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.