ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ჩვენ ერთიანები ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
"ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
ჩვენ განვიხილეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია და ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია რეგიონულ პარტნიორებთან.
ჩვენ ერთიანები ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ბოლო მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ რეგიონული სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების რისკები ძალიან დიდია.
ასევე განვიხილეთ ევროკავშირი-აშშ-ის სავაჭრო შეთანხმება. ორივე მხარე სრულად ვართ ერთგულები მისი შესრულების მიმართ. კარგი პროგრესი შეინიშნება ტარიფების შემცირების მიმართულებით ივლისის დასაწყისისთვის", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.