აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხუთშაბათს ვატიკანში რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ეს იქნება პირველი შეხვედრა რომის პაპსა და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს შორის თითქმის ერთი წლის განმავლობაში.
დახურული შეხვედრა, სავარაუდოდ, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდება, რის შემდეგაც რუბიო ასევე შეხვდება ვატიკანის უმაღლეს დიპლომატს, იტალიელ კარდინალ პიეტრო პაროლინს.
რომის პაპ და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა ბოლო დროს დაიძაბა
პაპი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც მკვეთრად გააკრიტიკა ირანზე მიმდინარე აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებები და ასევე ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი ანტიიმიგრაციული პოლიტიკა.
დონალდ ტრამპმა როპის პაპი ბოლო კვირებში საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის მხრიდან.
ორშაბათს ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პაპი თითქოს ამართლებდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას და ამტკიცებდა, რომ ლეო „საფრთხეს უქმნის ბევრ კათოლიკეს“, რადგან ომს ეწინააღმდეგება.
რომის პაპმა განაცხადა, რომ ეკლესიის მისიაა სახარების ქადაგებაა და მტკიცედ უარყო მოსაზრება, რომ ის მხარს უჭერს ბირთვულ იარაღს.
„ვინმეს თუ სურს ჩემი კრიტიკა იმის გამო, რომ სახარებას ვქადაგებ, გააკეთოს ეს სიმართლეზე დაყრდნობით. ეკლესია უკვე მრავალი წელია, მკაფიოდ გამოდის ყველა ბირთვული იარაღის წინააღმდეგ, ამიტომ ამაზე ეჭვი არ არსებობს“, - აღნიშნა პაპმა.