ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის სადილზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
მისი თქმით, პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის.
შვებით ამოვისუნთქე, როდესაც გავიგე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან.
ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს – არასდროს. მადლობას ვუხდით პოლიციას და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ – წერს ფონ დერ ლაიენი.