26 მაისს ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის. ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!
26 მაისს ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის. ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ის წერს, „ალიანსზე“ თავდასხმები მას წარმატების მოლოდინს უქმნის.
„ხევი ხმაურობს, მდინარე დიდია, ჩქაფუნი გააქვს ქვებსაო", - ვაჟამ თქვა ფშაველამ. ისეთი გააფთრებული თავდასხმებია „ალიანსზე“ (სხვადასხვა მოტივებით, მაგრამ მსგავსი მეთოდებით), გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ მქონია.
ახლა ამინდიც გამოვიდოდეს და გაზაფხულის აპათია გადაივლიდეს (ფსიქიური კონდიციაა ასეთი, ყველას რომ გვემართება გაზაფხულის ღრუბელსა და ქარში) და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს.
26 მაისს ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის. ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!
P.s. ველოდები ისტერიკას "გაზაფხულის აპათიას რას ელოდებით, უკვე ყველა კლდეზე უნდა იყოთ აცოცებული და ყველა ნაპრალში ჩაქვესკნელებული“, - წერს გვარამია.