"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელი ბელარუსის ოპოზიციიის ლიდერებს შეხვდა.
გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ლიდერები აუცილებლად დაბრუნდებიან სამშობლოში და იქნებიან დემოკრატიული ბელორუსის ლიდერები
“გულწრფელად გამიხარდა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და სერგეისთან შეხვედრა რადენიმე დღის წინ ფლორიდაში. ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით კონფერენციაში უსაფრთხოების,დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ურთიერთობების საკითხებზე.
სერგეის პირველად შევხვდი მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ და მძიმედ აღსაქმელი იყო მისი უმკაცრესი პოლიტიკური პატიმრობის ისტორიის გახსენება. ამავდროულად, სასიხარულოა, რომ ის მხნედაა და კვლავ, სვეტლანასთან დაოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად , ემიგრაციაში აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსისთვის.
სვეტლანა ტიხონოვკაიას არაერთხელ, საჯაროდ განუცხადებია მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებისთვის. მან კარგად
იცის ამ ბრძოლის ფასი, საპროტესტო მოძრაობისა და პროდასავლური ოპოზიციის სირთულეები. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და თავისუფალი არჩევნები.
მისი მთავარი მიზანია, ამიტომ სრულად სოლიდარულია საქართველოში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ამავე მოთხოვნებთან. საინტერესო იყო მისი გამოცდილების და ხედვის მოსმენა.
დარწმუნებული ვარ, არც ისე შორია ის დრო, როცა ეს თავდადებული ადამიანები დაბრუნდებიან სამშობლოში, იქნებიან დემოკრატიული ბელორუსის ლიდერები, რომელიც თავისუფალ, ევროპულ საქართველოსთან ერთად ღირსეულ ადგილს დაიკავებს ცივილიზებული ქვეყნების გვერდით!” - განაცხადა გიგი წერეთელმა.