ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანქციები ასევე უნდა დააწესოს იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ლახავენ.
მისი თქმით, ესტონეთი ამას ინდივიდუალურად უკვე აკეთებს.
„ჩვენი აზრით, ევროკავშირმა ასევე უნდა დააწესოს პირადი სანქციები საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ, კონკრეტულად იმ პირების მიმართ, რომლებიც დემოკრატიას ნამდვილად ლახავენ. ესტონეთი ამას ინდივიდუალურად უკვე აკეთებს“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.