ხმაური იყო მთავრობის ადმინისტრაციასთან. პოლიციამ დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს მთავრობის ადმინისტრაციასთან პუფების და საწვიმრების მიტანის საშუალება არ მისცა.
მშობლების თქმით, იმის გამო, რომ პოლიციამ ადგილზე კარვების გაშლის უფლება არ მისცა, გადაწყვიტეს “პუფები” მოეტანათ, რადგან ადგილზე ღამის გათენებას აპირებენ.
"ყველას გვაქვს უფლება, სკვერში დავსხდეთ, ყველას გვაქვს უფლება პუფები შევიტანოთ და ისე დავსხდეთ, პოლიცია არღვევს მოქალაქეების უფლებას. მოვიდეს სახალხო დამცველი!" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამასთან, მშობლები ადგილზე ირაკლი კობახიძის მისვლას ითხოვენ.
სამარცხვინოა ამათი ქმედება, სამი პუფის შემოტანა გვინდა, რომ მშობლები ჩამოსხდნენ მაინც იმიტომ, რომ ჩვენ დილამდე აქ უნდა ვიყოთ და ისეთი დაცვა გამოდგა პუფების, ჩვენი მთავრობა ნეტა ბავშვების უფლებებს და სიცოცხლეს იცავდნენ ესე, როგორც სამ პუფს იცავენ ახლა. სამარცხვინოა. გამოგვეხმაუროს კობახიძე სად არის შემალული, მშიშარა ადამიანი" - ამბობს აქციის მონაწილე.