ჩვენ სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გვაღიზიანებს ან ამ სახელის აკრძალვა კი არ გვინდა, საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ანტიკონსტიტუციურად, პირდაპირ საჯაროდ მოქმედებენ და აზროვნებენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ნაცმოძრაობა“ რამდენადაც არ უნდა დაიშალოს, მიიღოს სხვადასხვა სახე და შეიცვალოს სახელი, ყველა ის ადამიანი, რომელიც იყო პარტიის დამფუძნებელი, ლიდერი, მხარდამჭერი, იდეოლოგი, ყველამ კარგად იცის და ამას არაფერი შეცვლის. რა თქმა უნდა, საქართველოში ასეთი ტიპის პარტიები არ უნდა არსებობდნენ. ჩვენ სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გვაღიზიანებს ან ამ სახელის აკრძალვა კი არ გვინდა, საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ანტიკონსტიტუციურად, პირდაპირ საჯაროდ მოქმედებენ და აზროვნებენ. ამიტომ, სარჩელში „ფედერალისტების“ დამატების მიზეზი ეს არის. ესენი გამოდიან ვითომ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ თუნდაც „ფედერალისტების“ ლიდერებმა დაგმეს მიხეილ როთის განცხადება? – არა. დაგმეს 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა? – არა. ამიტომ, ჩვენ მიზეზად სწორედ ეს გვაქვს მითითებული სარჩელში, რომ ის პარტიები, როლებიც ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებენ, გაუქმებულ პარტიების სიებში უნდა მოხვდნენ. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ვადებში, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს ქართველი საზოგადოების დაკვეთაა. ვიდრე არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების აკრძალვა საქართველოში, არც პოლიტიკურ სპექტრს ეშველება და ქვეყანას ყოველთვის ექნება ასეთი ტიპის პოლიტიკური ჯანჯღარი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.