ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე, სადაც მას აქციებზე ძალადობასა და დაკავებულ აქტივისტებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს.
"ძალადობაზე საუბრით მინდა დავიწყო. ჩემი აზრით, ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო" - თქვა ცოტნე ივანიშვილმა.
მისი თქმით, დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციიდან.
"მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო და უალტერნატივო გამოსავალია დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, ანუ მეორე მხარეს, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია“, -თქვა ცოტნე ივანიშვილმა.