ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ეხმიანება.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ცეცხლის შეწყვეტას შვებაა, რადგან ამ კონფლიქტმა უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„მივესალმები ისრაელსა და ლიბანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით გამოცხადებულ ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას. ეს შვებაა, რადგან ამ კონფლიქტმა უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახლა საჭიროა არა მხოლოდ დროებითი პაუზა, არამედ გზა გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისკენ.
ევროპა გააგრძელებს ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემისკენ მოწოდებას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ლიბანელი ხალხის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოცხადდება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვაშინგტონის დროით 17:00 საათიდან ამოქმედდება.