ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს, პიტერ მადიარს ტელეფონით ესაუბრა.
"მე ახლახან კვლავ ვესაუბრე არჩეულ პრემიერ-მინისტრს, პიტერ მადიარს. უნგრეთი დაუბრუნდა ევროპის გულს, იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი. ეს, უპირველეს ყოვლისა, უნგრელი ხალხისთვისაა. მათი ხმისთვის, მათი ღირსებისთვის და მათი მომავლისთვის უსაფრთხო, აყვავებულ უნგრეთში, ძლიერ ევროპაში.
ჩვენ განვიხილეთ დაუყოვნებლივი პრიორიტეტები. სწრაფი მუშაობაა საჭირო, აღსადგენად, დასაახლოებლად და რეფორმირებისთვის. ჩვენ განვიხილეთ პრიორიტეტული საკითხები: კანონის უზენაესობის აღდგენა, ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრა და რეფორმირება. განხორციელდეს რეფორმები, რათა გაიხსნას შესაძლებლობები, რომელსაც ევროპული ინვესტიციები გვთავაზობს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.