მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
"თავიდან ითქვა, რომ 24 აპრილს ყოფილიყო [სინოდის სხდომა], პატრიარქის მე-40 დღის წინა დღეს, მაგრამ შემდეგ ისიც ითქვა, რომ ძალიან იცვლება გარემოებები და ჩვენ რომ გვეთქვა [კონკრეტული თარიღი] ამ ნათქვამის ტყვეობაში ვიქნებოდით და რა საჭიროა, როგორც იქნება, ვეცდებით რომ არ დავარღვიოთ წესი როგორცაა, 40 დღე და შემდეგ 60 დღე.
ადამიანს უთხრა, რომ შენ 70 წლის ხარ და შენი პატრიარქობა არ შეიძლება იმიტომ, რომ 70 წლის ხარ, მგონი არასწორია, საერთოდ.
იმ შემთხვევაში თუ კომისიის რომელიმე წევრი დასახელდება კანდიდატად კომისიის წევრი აღარ იქნება და ჩანაცვლდება სხვა მღვდელმთავრით", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა, რომლის კომენტარსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.