დღეს, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ. ლიეტუვა პატივს მიაგებს იმ ადამიანების სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავ იბრძვიან დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის“, - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.