აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში აშშ-ის გამარჯვების შესახებ განაცხადა.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ჰეგსეთმა ისაუბრა, თუ რამდენად „ისტორიული“ იყო ამერიკული ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ ირანის წინააღმდეგ.
„ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ იყო ისტორიული და გამანადგურებელი გამარჯვება ბრძოლის ველზე", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა,
„ირანი თავად გვევედრებოდა ამ ზავს და ეს ყველამ ვიცით. როგორც პრეზიდენტმა დღეს თქვა, ეს დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის. ირანს ეს სურს. მათ უკვე საკმარისი ნახეს“, - განაცხადა ომის მდივანმა.
მისი თქმით, ოპერაციამ ირანის შეიარაღებული ძალები მომავალი წლების განმავლობაში საბრძოლოდ უუნარო გახადა.
„ოპერაცია იყო ისტორიული და მასშტაბური გამარჯვება ბრძოლის ველზე – სამხედრო გამარჯვება. ნებისმიერი შეფასებით, ოპერაციამ გაანადგურა ირანის სამხედრო შესაძლებლობები. ჩვენი ძალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვიყენეთ, ხოლო ირანმა დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადა. ახალი რეჟიმი არჩევანისა და დროის გარეშე დარჩა, ამიტომ შეთანხმებაზე წავიდა. მათ იციან, ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ მათ არასოდეს, არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი. შეთანხმების პირობების მიხედვით, ნებისმიერი ბირთვული მასალა, რომელიც არ უნდა ჰქონდეთ, ამოღებული იქნება. პრეზიდენტმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. წერტილი. სხვა პრეზიდენტები ამას ამბობდნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა კი გააკეთა“, – განაცხადა ჰეგსეთმა.
ამასთან, ჰეგსეთის თქმით, ამერიკის ჯარები ადგილზე დარჩებიან და დარწმუნდებიან, რომ ირანი შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
„ჯარები ადგილზე დარჩებიან, ფხიზლად იქნებიან, მზად იქნებიან ნებისმიერ მომენტში განაახლონ მოქმედება“, – აღნიშნა ჰეგსეთმა.